ფესვებთან დაბრუნება

ფესვებთან დაბრუნება

ლაშა ჭრელაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში

წაკითხვა
1 წუთში წასაკითხი
- გამოფენის ხანგრძლივობა: 2022 წლის 27 ოქტომბერი – 27 ნოემბერი
- მისამართი: კეკელიძის N1 (შესასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან) თბილისი, საქართველო
- კურატორი: დევიდ ფაინშტაინი, გალერეის დირექტორი

გალერეა “Dissolution” წარმოგიდგენთ ლაშა ჭრელაშვილის ნამუშევრებს საქართველოში მისი პირველი პერსონალური გამოფენისთვის.

თბილისში დაბადებული და ბერლინში მცხოვრები ჭრელაშვილი ხატვის პროცესს აზროვნებისთვის იყენებს. ზოგჯერ მას ყურადღღება ეფანტება, ხან კი მთლიანად თავის საქმეში ჩაძირული. როდესაც ის აკვირდება თავის აზროვნებას, Underwater, 2022, Mixed media on canvas, 80 x 100 cm ტილოზე ჩნდება ნახატი, ანალიზი მისი შინაგანი, სულიერი მდგომარეობისა და სამყაროს მიმართ მისი დამოკიდებულების. ემოციური და კონცეპტუალური დიალოგი მის შინაგან სამყაროს სცდება.

თავის სამშობლოში, საქართველოში, პირველ პერსონალურ გამოფენაზე ჭრელაშვილი წარმოგიდგენთ 2018 და 2020 წლების ნამუშევრებს აკვარელში, ასევე მიმდინარე წლის დიდ, ფერად შერეული მედიის აბსტრაქტულ ნამუშევრებს.