საკურსო ნამუშვრების ექსპოზიცია სპეციალურად გამოფენისთვის - „იდეა მ.ო.დ.ი.ს ილუსტრაციაში“
საკურსო ნამუშვრების ექსპოზიცია სპეციალურად გამოფენისთვის - „იდეა მ.ო.დ.ი.ს ილუსტრაციაში“

,,იდეა მ.ო.დ.ი.ს ილუსტრაციაში“

წაკითხვა
2 წუთში წასაკითხი

საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტერდისციპლინარულ გამოფენა მოეწყობა. საკურსო ნამუშვრების ექსპოზიცია სპეციალურად შედგება გამოფენისთვის – „იდეა მ.ო.დ.ი.ს ილუსტრაციაში“

  • Fashion-ილუსტრაცია
  • ინსტალაცია – ვიდეო ციკლი, მოდის საგნები და შემოქმედებითი ობიექტები

მოდის ილუსტრაცია არის პროცესი, სადაც შემოქმედებითობა ორგანულადაა შეერთებული პრაქტიკასთან. აქ ბალანსირებულია ინტელექტის სამი მნიშვნელოვანი ასპექტი – შემოქმედებითი, ანალიტიკური და პრაქტიკული. ეს კომპონენტები ყველაზე აუცილებელი პირობაა ახალი საინტერესო იდეების გენერირების, მათი ანალიზისა და, შემდგომ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია დამკვეთისთვის, პრაქტიკაში განხორციელებისათვის. ამავე დროს, თავისი ვიზუალური კომუნიკაციის უნარით მოდის ილუსტრაციის მიმართულება საინტერესოა ხელოვნების ნებისმიერი მოყვარულისათვის.

საკურსო ნამუშვრების ექსპოზიცია სპეციალურად გამოფენისთვის – „იდეა მ.ო.დ.ი.ს ილუსტრაციაში“

ექსპოზიცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ძალზე საინტერესო ნამუშევრებით იგი აერთიანებს მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

თითოეულ ავტორს ახასიათებს საკუთარი განსაკუთრებული სტილი შესრულებული მინიმალიზმში თუ პროვოკაციულ სენსუალურ მანერაში. ნამუშევრებში ამოქმედებულია სხვადასხვა ტექნიკები და ტექნოლოგიები. მოდის ილუსტრირების ძირითად აქცენტებზე ფოკუსირება ხდება გრაფიკული ნახატის, ფერის, ფაქტურის, კოლაჟის, ციფრული პროგრამების, კედლის ობიექტების და ა. შ. გამოყენებით. ამ მიდგომებით წარმატებით გადმოიცა „მოდის საგნის“ ძირითადი არსი, ვიზუალური ფორმით ამოქმედდა კომუნიკაციის ხელოვნება.

ნამუშევრების ავტორები:

  • კედლის ობიექტები – დინარა ზურაბიანი, ნინი კერატიშვილი, სალომე ჭყონია, ანი ბერძენიშვილი, თებროლე ქემოკლიძე, დიმა კორობკოვი, ქეთი კანტიძე;
  • ილუსტრაციები – გვანცა ჯინჭარაშვილი, მარიამ მამუკაშვილი, თამათა არუნაშვილი, ნაო ასლამაზაშვილი, მარიამ მელაძე, ანანო გოგატიშვილი, დიანა ბაბევი, ელენე ერქომაიშვილი, მარიამ ილურიძე, ნია შიშინაშვილი, ნინია ორახელაშვილი, ნინი კობახიძე, ნინო დაფქვიაშვილი, მარიამ ქავთარაძე, ნინია ლაღიძე, ლიკა წერეთლი, დინარა ზურაბიანი, ნინი კერატიშვილი, სალომე ჭყონია, ანი ბერძენიშვილი, თებროლე ქემოკლიძე, ბარბარე ხორნაული, მარიამ ტაბლიაშვილი;
  • ვიდეო – ბარბარე ხორნაული, მარიამ ტაბლიაშვილი, ნია ნიკვაშვილი;
  • პოსტერის დიზაინი: ბარბარე ხორნაული.

თარიღი: 10-15 აპრილი, 2023, 18:00 სთ. ექსპოზიციის განლაგება – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო სივრცე. მისამართი: გრიბოედოვის 22.