© House of Tomorrow / Netflix
© House of Tomorrow / Netflix

Black Mirror: „ეროვნული ჰიმნის“ ეპიზოდის განხილვა

წაკითხვა
6 წუთში წასაკითხი

სამყაროში, სადაც ტექნოლოგია დაჟინებით იჭრება ჩვენი არსებობის ყველა ასპექტში, „შავი სარკე“ არის გამაფრთხილებელი მესიჯი იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია პროგრესისა და ინოვაციების მიმართ ჩვენი არაჯანსაღი და უკონტროლო გატაცებით.

ბრიტანული სატელევიზიო სერიალი, რომელიც ჩარლი ბრუკერის მიერ შეიქმნა 2011 წელს, შეგვიძლია მივიღოთ, როგორც დამაფიქრებელი ისტორიების ანთოლოგია, რომელიც იკვლევს ტექნოლოგიური მიღწევების ბნელ მხარეს. თითოეული ეპიზოდი განიხილავს ჩვენი საზოგადოების განსხვავებულ ასპექტს, ხაზს უსვამს იმ შემაშფოთებელ შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება იმალებოდეს ჩვენი, ერთი შეხედვით, უტოპიური სამყაროს ფარდის მიღმა.

„ეროვნული ჰიმნი“ პირველი, გამხსნელი ეპიზოდია და მაყურებელს იმ საშინელ ატმოსფეროს აცნობს, რომელიც შემდგომ „შავი სარკის“ სინონიმად გადაიქცა. შავი იუმორისა და მძაფრი სოციალური კომენტარების უნიკალური კომბინაციით, მიმდინარე ეპიზოდი გვიბიძგებს, ეჭვქვეშ დავაყენოთ ინდივიდუალურ ქმედებათა შედეგები და დავფიქრდეთ სენსაციონალიზმისადმი[1] ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. როდესაც ჩავუღრმავდებით ამ შემაშფოთებელ სამყაროს, ანარეკლი, რომელსაც ვხედავთ „შავ სარკეში“, სავარაუდოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებეს ჩვენი რეალობის ბუნებას.

შოკისმომგვრელი წინაპირობა: ადამიანის გატაცება, მოთხოვნა და ეროვნული აკვიატება

„ეროვნული ჰიმნი“ იწყება ერთობ შემაშფოთებელი წინაპირობით: ბრიტანელ პრინცესა სიუზანას, რომელსაც ლიდია უილსონი თამაშრობს, იტაცებენ და მისი გამტაცებელი პრემიერ მინისტრ მაიკლ კელოუს, რორი კინერის შესრულებით, მოსთხოვს, პირდაპირ ეთერში საზარელი მოქმედებით დაკავდეს, თუკი პრინცესას გამოხსნა სურთ. ეპიზოდი ეფექტურ ბალანსს ქმნის დროის წინააღმდეგ რბოლის სირთულეების შესახებ სოციალური ნორმების, საზოგადოებრივი შეხედულებებისა და თანამედროვე მედიის მსოფლმხედველობაზე გავლენის სიმძაფრის გათვალისწინებით.

გამტაცებლის ულტიმატუმი ერთობ ამაღელვებელი და დამაინტრიგებელია. სიუჟეტის განვითარებით, მაყურებელი იძულებულია, რომ დაუპირისპირდეს საკუთარ არაჯანსაღად ცნობისმოყვარე მიდრეკილებებს და სანახაობას მოწყურებულ მადას. ეპიზოდი მძლავრ კომენტარს აჟღერებს იმის შესახებ, ჩვენი აკვიატება სკანდალებისა და ინტრიგების ხლართვის მიმართ რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს – ფოკუსიდან დავკარგოთ ის, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

შემზარავი აქტი: ვარსკვალვური შესრულება და რთული სამყარო

„ეროვნული ჰიმნის“ თითოეულ მსახიობს, როგორც გამხსნელი ეპიზოდის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს, საკუთარი წვლილი შეაქვს კრიზისში მყოფი საზოგადოების ავთენტური და ერთობ შემზარავი პორტრეტის წარმოჩენაში. განსაკუთრებით საყურადღებოა რორი კინერის მიერ შესრულებული პრემიერ მინისტრ კელოუს როლი, რადგან ის ოსტატურად გვიზიარებს პერსონაჟის შინაგან სამყაროსა და ბრძოლას პიროვნული მორალის დასაბალანსებლად, როგორც საზოგადოების მოთხოვნებთან, ისე პირად სამსახურეობრივ პასუხისმგებლობებთან მიმართებით.

© House of Tomorrow / Netflix
© House of Tomorrow / Netflix

აღსანიშნავია, რომ ეპიზოდის პროდუქციის ღირებულებები თანაბრად შთამბეჭდავია, იქნება ეს დეკორაცია, საოპერატორო ხელოვნება და საუნდტრეკი – თითოეული მათგანი ხელს უწყობს საოცრად უხერხული და დაძაბული ატმოსფეროს ჩამოყალიბება-შენარჩუნებას, რომელიც ეპიზოდის 44 წუთშია ჩაქსოვილი.

არასასიამოვნო რეალიზაციის ხელოვნება: სატირისა და ალეგორიის ძალა

„ეროვნული ჰიმნის“ ეპიზოდი გამოირჩევა თავისი უნარით, გამოიყენოს სატირა და ალეგორია თანამედროვე საზოგადოების აბსურდულობისა და წინააღმდეგობების ხაზგასასმელად. მაყურებლისთვის ერთობ ექსტრემალური ნარატივის წარდგენით, რომელიც აბუნდოვნებს ზღვარს რეალობასა და ფანტასტიკას შორის, ეპიზოდი აიძულებს მაყურებელს, გამოიკვლიოს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ნეგატიურ სოციალურ ქცევასა და ჩვევებში. არსებითად, ეპიზოდი აუდიტორიას მოუწოდებს დაფიქრებისკენ – თითოეულის მოქმედება ან უმოქმედობა როგორ შეიძლება იქცეს მავნე კულტურული ნორმების ირიბი მხარდაჭერის ძალად.

მძაფრი სიტუაცია, რომელშიც პერსონაჟები აღმოჩნდებიან, ძლიერ სარკეს წარმოადგენს, რომელიც აირეკლავს მოცემული საზოგადოების სურვილს, უპირატესობა მიანიჭოს სენსაციონალიზმს. გარდა ამისა, ეპიზოდის ბასრი გონება და მოძალებული შავი იუმორი ერთგვარი შეხსენებაა სკანდალებისა და დაპირისპირებისადმი ხალხის კოლექტიური მანიის აბსურდულობის შესახებ. მოცემული კრიტიკა განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ მიმდინარე ეპოქაში, რომელიც განსაზღვრულია სოციალური მედიის ყოვლისმომცველი არსებობითა და სენსაციური სათაურების მუდმივი ქარბორბალით, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დომინირებს.

„ეროვნული ჰიმნი“ – ეს არის არასასიამოვნო რეალიზაციის უნარი, რაც მას ასე ძლიერ და რეზონანსულ სიუჟეტად აქცევს. როგორც მაყურებლები, იძულებულნი ვართ, დავუპირისპირდეთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს მადას შოკისა და სანახაობის მიმართ აქვს პოტენციალი, დაჩრდილოს ჩვენი თანაგრძნობა და ჰუმანურობა. ეპიზოდის გამაფრთხილებელი ზარი ერთგვარი „ცივი შხაპია“ გამოსაღვიძებლად, რომელიც გვახსენებს  ემპათიის, თვითანალიზისა და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას კომპლექსურ სამყაროში.

გრძელვადიანი ზემოქმედება: დაუვიწყარი მემკვიდრეობა და მუდმივი შესაბამისობა

მხოლოდ რამდენიმე სატელევიზიო სერიალმა მოახერხა მაყურებელზე ისეთი მრავალმხრივი შთაბეჭდილების მოხდენა, როგორიც „შავი სარკის“ მიმდინარე ეპიზოდის გამოშვებას მოჰყვა. „ეროვნული ჰიმნის“ ერთობ შემაშფოთებელმა თხრობამ და დაუვიწყარმა ვიზუალურმა მხარემ შესაბამისი ადგილი დაიკავა სატელევიზიო ისტორიის ანალებში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეპიზოდის გავლენით შემდგომ არაერთი სატელევიზიო შოუ და ფილმი შეიქმნა, სადაც იგივე უხერხულობისა და დისკომფორტის ასახვას შეეცადნენ, რომელიც „შავი სარკის“ იდეას განსაზღვრავს. უფრო მეტიც, „ეროვნული ჰიმნის“ იდეა დღესაც ძალაშია, რადგან წამოჭრილი საკითხები მედიამანიპულაციის, საზოგადოებრივი აზრისა და ტექნოლოგიების როლის შესახებ ჩვენს ცხოვრებაში იმაზე აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.


[1] სენსაციონალიზმი საკომუნიკაციო მიდგომაა, რომელსაც ხშირად იყენებენ მედიასაშუალებები, სადაც აუდიტორიის მოსაზიდად და ინტერესის ხელოვნურად გასაზრდელად ხმაურიანი სათაურები, პროვოკაციული ფოტოკონტენტი ან გაზვიადებული ისტორიები გამოიყენება.

მიმოხილვა

საინტერესო და დამაფიქრებელი სიუჟეტი
10/10
შესანიშნავი სამსახიობო გუნდი
10/10
წარმოების ღირებულებები
10/10
გამორჩეული ატმოსფერო
10/10
ძლიერი სოციალური კომენტარი მედიისა და საზოგადოების აკვიატებაზე
10/10
შემაშფოთებელი ვიზუალური კონტენტი
7/10
მაყურებლის შოკირება ყურადღების მისაპყრობად
7/10
დამახასიათებელი ბნელი ტონი
7/10
მოქმედების შედარებით ნელი ტემპი
7/10
პერსონაჟების შეზღუდული განვითარება ეპიზოდის სოციალურ საკითხებზე ფოკუსირების გამო
7/10
საერთო შეფასება
8.5/10