ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგენა
ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგენა
/

ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგენა

წაკითხვა
1 წუთში წასაკითხი

დღეს, 6 აპრილს, 17:00 საათზე, გამომცემლობა „დიოგენე“ და კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია (CALEA) გიწვევთ ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგენაზე, რომელიც ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ ვიქტორ ფრანკლის  წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგენაზე             ვიქტორ ფრანკლის  წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ 
                                                                                  წარდგენაზე
გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგენაზე

ვიქტორ ფრანკლი ავსტრიელი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. მან სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას.

„ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს. წიგნი შედის „დიოგენეს“ ახალ სერიაში “NONFICTION”, რომელიც არამხატვრულ ლიტერატურას აერთიანებს.

ღონისძიებაზე ისაუბრებენ:

  • თამარ ლებანიძე, „დიოგენეს“ დამფუძნებელი
  • ნინო ბერძნიშვილი, ფსიქოლოგი, ლოგოთერაპევტი, პროფესიონალი ქოუჩი, კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის (CALEA) პრეზიდენტი
  • წიგნის მთარგმნელი მაია ბადრიძე
  • ნინო ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T 102 აუდიტორია.