გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ სიმონ ვეის წიგნის „ღვთის მოლოდინი“ წარდგენაზე
გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ სიმონ ვეის წიგნის „ღვთის მოლოდინი“ წარდგენაზე

სიმონ ვეის წიგნის „ღვთის მოლოდინი“ წარდგენა

17 მარტს „დიოგენე“ მკითხველებს წარუდგენს ფრანგი ფილოსოფოსის, სიმონ ვეის წიგნს „ღვთის მოლოდინი“. კრებული ფრანგულიდან თარგმნა თამარ ლომიძემ.

1943 წელს ინგლისში, ეშფორდის სანატორიუმში უხეირო კვებისა და გართულებული ტუბერკულოზისაგან 34 წლის ასაკში გარდაცვლილი სიმონ ვეი მეგობრების წრის მიღმა სრულიად უცნობი იყო, მისი ნაწერებიდან კი დღის შუქი მხოლოდ რამდენიმეს ეხილა. სიმონ ვეი – პარიზელი ინტელექტუალი, რომელმაც ქარხნის მუშობა გადაწყვიტა, პაციფისტი, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომში საბრძოლველად წავიდა, ქრისტიანი, რომელმაც ნათლობაზე თქვა უარი – დღეს მეოცე საუკუნის უდიდეს რელიგიურ მოაზროვნედაა აღიარებული. ალბერ კამიუ, სიმონ ვეის წიგნების მთავარი გამომცემელი, მისი ნააზრევისაგან დიდად იყო დავალებული.

„ღვთის მოლოდინი“ რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის წერილებისა და ესეების კრებულია, რომელიც სიმონ ვეიმ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა. ეს ტექსტები წიგნად მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა წერილების ადრესატმა, დომინიკელმა მოძღვარმა ჟან-მარი პერენმა.

  • სიმონ ვეისა და მის ფილოსოფიაზე მოჰყვება ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე
  • ვეის ფიგურის მნიშვნელობაზე ისაუბრებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი სალომე ასათიანი
  • წიგნის თარგმნის პროცესზე ილაპარაკებს მთარგმნელი თამარ ლომიძე

ღონისძიებას უმასპინძლებს „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ (ბახტრიონის 11 ბ), 17 მარტს, 19:00 საათზე.