გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ „რომეო და ჯულიეტას“ ახალი თარგმანის წარდგენაზე
გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ „რომეო და ჯულიეტას“ ახალი თარგმანის წარდგენაზე

„რომეო და ჯულიეტას“ ახალი თარგმანის წარდგენა

15 მარტს „დიოგენე“ მკითხველებს წარუდგენს უილიამ შექსპირის კლასიკური პიესის – „რომეო და ჯულიეტას“ – ახალ თარგმანს, რომელიც დავით ახალაძემ თარგმნა.

მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. თუმცა ამ თარგმანის წაკითხვისას დიდი სიამოვნება გელით. წიგნი გამოიცა „მწერალთა სახლის“ მხარდაჭერით.

  • წიგნის წარდგენას გაუძღვება გიორგი ლობჟანიძე
  • თარგმანსა და თარგმნის პროცესზე ისაუბრებს დავით ახალაძე
  • ახალგაზრდა მსახიობები წაიკითხავენ რამდენიმე ეპიზოდს პიესიდან

ღონისძიება გაიმართება „მწერალთა სახლში“ – ივანე მაჩაბლის ქ. 13, 15 მარტს, 18:30 საათზე.