Anna Cabrera & Ángel Albarrán
Anna Cabrera & Ángel Albarrán

The Mouth of Krishna

წაკითხვა
3 წუთში წასაკითხი

ფოტოგრაფიას ძალუძს გამოავლინოს სამყაროს ფარული სილამაზე და გვამოგზაუროს შორეულ ქვეყნებში. ცნობილმა ფოტოგრაფიულმა დუეტმა – ანა კაბრერამ და ანხელ ალბარანმა – თავიანთ ნამუშევარში „The Mouth of Krishna/კრიშნას პირი“ სწორედ ამას მიაღწიეს და აზიის გულში სამოგზაუროდ სრულიად სამყარო გამოიწვიეს.

კოლექცია ასახავს აღმოსავლური სამყაროს ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებს, ამასთან ერთად შეისწავლის რეგიონის უნიკალურ რელიგიურ და ფილოსოფიურ გამოცდილებებს. კაბრერას და ალბარანის მახვილი თვალი დეტალებისადმი და საგნების არსის აღბეჭდვის გამორჩეული უნარი, ერთობ ანათებს ყველა სურათს.

ფოტოგრაფებმა თავიანთ ნამუშევრებში გამოიყენეს სხვადასხვა ტექნიკა, დაწყებული შავ-თეთრი ფოტოგრაფიით დროული შეგრძნების შესაქმნელად, ისე ციფრული და ანალოგური პროცესების ინოვაციურ კომბინაციამდე დაყვანით, უფრო თანამედროვე შტრიხებისთვის. სტილის ეს ნაზავი იძლევა კოლექციას, რომელიც ვიზუალურად განსაცვიფრებელია და ერთობ დამაფიქრებელიც.

სერია „The Mouth of Krishna“ ზღაპარს ემსგავსება, საოცარი და იდუმალი სურათების საშუალებით. პოეტურად გადმოცემული გამოსახულებები გვახსენებს, რომ ყველაფერი, რასაც კი ვხედავთ, დამოუკიდებლად იმისა, რამხელაა და რამდენი დეტალისგან შედგება, თავის თავში მთლიან სამყაროს მოიცავს. 

დუეტის შთაგონების წყაროს საფუძვლად პატარა კრიშნას ისტორია უდევს. კრიშნას აბრალებენ, რომ ჭუჭყი შეჭამა. დედამისი, იაშოდა, მივიდა, თითი დაუქნია და მოსთხოვა, ეჩვენებინა, რა ჰქონდა პირში. კრიშნამ, რომელიც ბავშვის სახით იყო, ჯერ თქვა, რომ არ უჭამია ჭუჭყი, მერე კი მორჩილად დააღო პირი. იაშოდამ ჩახედა და სუნთქვა შეეკრა[1].

მან კრიშნას პირში სრული, მარადიული სამყარო იხილა: კოსმოსის ყველა ვარსკვლავი და მათ შორის სივრცე; დედამიწის ყველა ხმელეთი თუ ზღვა და მათში არსებული სიცოცხლე; იგი ხედავს გუშინდელსაც და ხვალინდელსაც, თითოეულ იდეასა და ემოციას; თუგინდ მწუხარებასა და იმედს და მატერიის სამგვარ ბუნებასაც. არაფერი აკლია, თუნდაც ერთი კენჭი ან სანთელი, არსება თუ სოფელი, არც შორი გალაქტიკა – ყველაფერს იტევს – თვითონაც – და ყველაფერი თავის ჭეშმარიტ ადგილასაა, ჭუჭყის თითოეული ნამცეცი კი.

ჩემო მეუფევ, შეგიძლია პირი დახურო. 

მიუგებს დედა პატივისცემით.

სერია აღწერს შესანიშნავ, ფერად და მშვენიერ სამყაროს მთელი თავისი დიდებულებით. ესაა სამყარო, რომელიც დამაჯერებლად გაგრძნობინებს, რომ მისი ბუნება მშვენიერია: მთები, ჩიტები, თევზები და სხვ. ამისთვისაა ლაჟვარდისფერი ზღვა, ფოთლები ხეებზე, რომლებიც ისე იშლებიან ჰაერში, რომ ეს ყოველივე დღესასწაულს ემსგავსება და ამისთვისაა გზა, რომელიც ყვავილებად გრძელდება, ქმნის დერეფანს, რომელიც, საბოლოოდ, მცენარეებად და ცად ერთიანდება. სამყაროს ეს მასშტაბური, განმაცვიფრებელი და უკიდეგანო სივრცე ადამიანისთვის კიდევ უფრო რთულად შესაცნობია. 

ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელში“ შეხვდებით საზრისს, სადაც მიკრო და მაკრო კოსმოსი ერთიანდება. ამ იდეების თანახმად, ადამიანი ისე უნდა გაიზარდოს, რომ მთელი სამყარო საკუთარ თავში დაიტიოს.

ალბარან კაბრერა გვაძლევს მაგალითებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ვეძიოთ საკუთარ თავსა და სამყაროში, საკუთარ გონებასა და „მე“-ში. კასპარ დავიდ ფრიდრიხმა უკვე დახატა იმ სამყაროსთან „ჭიდილი“, რომელიც შეიძლება ადამიანმა დაინახოს და განიცადოს ამ პეიზაჟების ცქერის დროს.

„The Mouth of Krishna“-ში მოცემული ამბავი არის ნაკლებტკივილიანი გზა ამ შემეცნებისა, რთული, თუმცა ერთობ ლამაზი. 

ქართულ ენაში მოგვეპოვება ძალიან კარგი სიტყვა: „მიმოვიხედოთ“. ჩვენ ყველამ რაღაც ეტაპზე აუცილებლად უნდა მიმოვიხედოთ და დავტკბეთ, ვიგრძნოთ, საკუთარ თავში, ყველა ნაწილსა და უჯრედში „დავასახლოთ“ – ვცადოთ „მე“-ში და მის ყველა ნაწილში მოგზაურობა და შეგვეძლოს მიმღებლობა, რომელიც საწინდარია შინაგანი ჰარმონიისა და სიმშვიდის.

„The Mouth of Krishna“ არ გვიყვება სამყაროს კეთილ და ბოროტ მხარეზე, ესაა ამბავი სამყაროზე, რომელსაც საკუთარი თავი უყვარს.

„The Mouth of Krishna“ ანა კაბრერას და ანხელ ალბარანის ოსტატობისა და მხატვრობის დასტურია. მათი უნარი, გამოავლინონ საგნების სული და გადმოსცენ ადგილის არსი, მართლაც რომ გასაოცარია. ეს კოლექცია არ არის მხოლოდ ვიზუალური დღესასწაული, არამედ გამოწვევა, რომ დავფიქრდეთ ადამიანის გამოცდილების სირთულეების სიღრმესა და სილამაზის მასშტაბურობაზე.


[1] ტექსტი: The Mouth Of Krishna. Statement