წესები და პირობები

ზოგადი დებულებები
  1. მომსახურების წინამდებარე პირობები („მომსახურების პირობები“) წარმოადგენს სავალდებულო შეთანხმებას ბოგარტსა და თქვენ შორის და იგი განმარტავს იმ წესებსა და პირობებს, რომლებიც უნდა იქნას დაცული ჩვენი ონლაინ ან/და მობილური სერვისების გამოყენებისა ან/და წვდომის დროს www.bogart.ge (შემდგომში „ბოგარტი“)-(ს)თან დაკავშირებით.
  2. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების პირობებს; თუ არ ეთანხმებით სერვისის რომელიმე პირობას, ნუ გამოიყენებთ და ნუ განახორციელებთ წვდომას (ან ნუ გააგრძელებთ წვდომას) მომსახურებაზე.
  3. მომსახურების ამ დებულებებზე თქვენი თანხმობის პირობებში, ბოგარტი განიჭებთ მომსახურების წვდომის მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნით გამოყენების უფლებას, რომელიც გულისხმობს ჩვენ მიერ გაწული მომსახურების ფარგლებში, ინფორმაციის ჩამოტვირთვას, დაბეჭდვას, მათი ასლების შექმნას, იმ პირობით, რომ:
    • ა) არ წაიშლება არც ერთი სასაქონლო ნიშანი, საავტორო უფლება თუ სხვა აღნიშვნა, რომელსაც მოიცავს ეს შინაარსი.
    • ბ) მომსახურებას გამოიყენებთ მხოლოდ კანონიერი მიზნებით.
  4. ბოგარტის მომსახურების წვდომითა და მისი გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ წაიკითხეთ და არსებული ინფორმაცია საკმარისია მომსახურების პირობებზე თანხმობისათვის.
  5. წინამდებარე მომსახურების პირობების მიხედვით „თქვენ“ გულისხმობს ამ სერვისის მომხმარებელს. თუ თქვენ იყენებთ მომსახურებას კომპანიის, ორგანიზაციის ან სხვა სუბიექტის სახელით, მაშინ:
    • (ა) ტერმინი – „თქვენ“ მოიცავს სუბიექტს თქვენთან ერთად;
    • (ბ) თქვენ წარმოადგენთ და ადასტურებთ, რომ ხართ სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენელი და თქვენ ეთანხმებით ამ მომსაურების პირობებს სუბიექტის სახელით;
    • (გ) „ბ“ ქვეპუნქტის არსებობის შემთხვევაში, თქვენ იურიდიულად და ფინანსურად პასუხისმგებელი ხართ მომსახურების გამოყენებაზე;
  6. ბოგარტის მიზანია, უზრუნველყოს მომხმარებლები სრულფასოვანი მომსახურებით: უახლესი ინფორმაციით, კვლევებითა და რეკომენდაციებით.
  7. წინამდებარე მომსახურების პირობები შექმნილია, რათა განისაზღვროს თქვენ მიერ ვებ-საიტის რელევანტური გამოყენება; ხოლო ჩვენი მხრივ, უზრუნველვყოთ ჩვენს აფილირებულ კომპანიებთან, პარტნიორებთან და რეკლამის მომწოდებლებთან ერთად კონტენტისა და სერვისების მიწოდება.
მომსახურების შინაარსი
  1. ბოგარტის მომსახურება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი სახის ინფორმაციით: სახელმძღვანელო ინსტრუქციები, სტატიები, მოსაზრებები, სარეკლამო ჩადგმები, განხილვები, ტექსტები, ფოტოსურათები, გამოსახულებები, ილუსტრაციები, აუდიო კლიპები, ვიდეოები, html ფაილები, წყაროსა და ობიექტის კოდები, პროგრამული უზრუნველყოფა.
  2. ზემოაღნიშული ინფორმაცია და არა მხოლოდ, რომელიც დაკავშირებულია ამ ვებ-საიტთან ან აპლიკაციასთან, შეზღუდვის გარეშე, დაცულია შესაბამისი საავტორო უფლებითა და საკუთრების სხვა უფლებებით (მათ შორის, და არა მხოლოდ, ინტელექტულური საკუთრების უფლებით). ამგვარად, ბოგარტი სრულად და აქტიურად იცავს მომსახურების შინაარსთან დაკავშირებულ უფლებებს.
გამოქვეყნების წესები
  1. მომსახურება განკუთვნილია საჯარო დისკუსიისა და ინფორმაციის გაცვლის წახალისებითვის. ჩვენ მივესალმებით სიტყვის თავისუფლებასა და იდეების მრავალფეროვნებას. 
  2. ბოგარტი, თავის მხრივ, უფლებას იტოვებს, გამოაქვეყნოს, (ან/და ნება დართოს მომხმარებელს, გამოაქვეყნოს), ნებისმიერი შინაარსის ინფორმაცია, გარდა ისეთი ინოფორმაციისა, რომელიც შეიცავს: 
    • ა) შეურაცხმყოფელ ან სიძულვილის ენას, ეპითეტებს ან ცილისწამებას, პირადი, რასობრივი თუ რელიგიური ხასიათის კრიტიკას, ან რასიზმის, დისკრინაციისა და სიძულვილის გამომხატველ გამოთანქვამებს.
    • ბ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, ცრუ, შეცდომაში შემყვანი, არღვევს რომელიმე მესამე მხარის კონფიდენციალურობის უფლებებს.
    • გ) გამოქვეყნებულია საავტორო უფლებით დაცულ ან საკუთრებაში არსებულ სხვა რაიმე სახის მასალა ამ მასალის მფლობელის ნებართვის გარეშე.
    • დ) შეიცავს გამოსახულებებს, ფოტოსურათებს, სტატიებს, ილუსტრაციებს, ან სხვა შინაარსს, რომელიც განაპირობებს, ხელს უწყობს ან ახალისებს უკანონო ქმედებას, ინდივიდუალური პირის ან სუბიექტის უფლებების დარღვევას.
    • ე) აგროვებს, აქვეყნებს ან/და ინახავს სხვა მომხმარებელთა პირად მონაცემებს.
ომხმარებლის მიერ გენერირებული ინფორმაცია
  1. ბოგარტის პლატფორმა უზრუნველყოფილია მომხრებელთათვის განსაზღვრული საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძებლობით.
  2. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მომხარებელი პასუხისმგებელია მის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, პერსონალურ და სხვა ნებსიმიერი სახის, როგორც საკუთარ, ისე მესამე პირის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.
  3. ყოველგვარი ბუნდოვანების გამოსარიცხად, ქვემოთ მოცემული დებულების „მომხმარებელთა რეგისტრაცია და გარანტიები“ გათვალისიწინებული შემთხვევების დადგომისას, ბოგარტი არაა პასუხიმგებელი პირი ინფორმაციის შინარსზე, ავთენტურობასა ან/და მართლზომიერებაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბოგარტი არ იღებს პასუხისმგებლობას, ნებისმიერი მედია საშუალებით წარმოდგენილი, მისი რაიმე შინაარსის ან პროგრამის მსგავსებაზე იმ მასალებთან ან იდეებთან, რომლებიც გადმოეცემა ბოგარტს.
  4. ბოგარტზე მასალის განთავსებით, ნებისმიერი შინაარის ინფორმაციის მიწოდებითა თუ მასთან კომუნიკაციით, მათ შორის, ბოგარტის ვებ-საიტზე კომენტარის გამოქვეყნებით, თქვენ იძლევით გარანტიას, რომ ფლობთ ან სხვაგვარად აკონტროლებთ ყველა უფლებას იმ შინაარსზე, რომელიც თქვენი ანგარიშიდან თავსდება ვებ-საიტზე; უზრუნველყოფთ, რომ მისი შინაარსი არ არღვევს მომსახურების ამ პირობებს და არაა ზიანის მიმყენებელი სხვა მომხმარებელთათვის.
მესამე პირები
  1. მომსახურება შესაძლოა მოიცავდეს იმ ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია სხვა პროვაიდერებისგან, რომლებიც არ არიან ბოგარტის წარმომადგენლები: ბლოგერები, კომენტარების ავტორები, აგრეთვე სხვა პროვაიდერები (მესამე პირები).
  2. ბოგარტი პასუხს არ აგებს იმ განცხადებებსა და მოსაზრებებზე, რომლებიც გამოთქმულია ზემოხსენებულ პროვაიდერთა მიერ. პასუხისმგებლობა ასეთი შინაარის სისწორესა და სისრულეზე ეკისრებათ მხოლოდ ამ კონტენტის პროვაიდერებს.
ომხმარებელთა რეგისტრაცია და გარანტიები 
  1. გარკვეული მომსახურების მისაღებად, რომელიც გულისხმობს, მაგრამ არ შემოიფარგლება, განსაკუთრებული მნიშვნელობის ან/და მოცულობის ინფორმაციას, შესაძლოა, საჭირო გახდეს მომხმარებლის რეგისტრაცია. 
  2. გადაწყვეტილება ასეთი ინფორმაციის მიწოდებაზე ნებაყოფლობითია. თანხმობის (რეგისტრაციის) შემთხვევაში, მომხმარებელი ხდება მომსახურების წევრი, რის საფუძველზეც იგი ბოგარტს აწვდის პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს ნებისმიერი სახის იდენტიფიცირებად ინფორმაციას. იდენტიფიცირებადია ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია კონკრეტული პირის იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
  3. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ბოგარტითვის გადაცემის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი მას გამოიყენებს შემდეგი პირობებით : 
    • ა) ბოგარტი ამუშავებს პერსონალურ ინფორმაციას კონკრეტულ გარემოებებში, როდესაც თქვენ განაცხადეთ თქვენი თანხმობა ასეთ დამუშავებაზე.
    • ბ) ბოგარტი ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მომსახურების მიწოდების, მომხმარებლის მენეჯმენტის, შინაარსის გარკვეული მორგების (მაგ: თქვენ მიერ არჩეული პრეფერენციების, ფავორიტებისა და რეიტინგების საფუძველზე) ფუნქციონალურობისა და უსაფრთხოების მიზნით.
    • გ) ბოგარტი ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს რეკლამის, მარკეტინგის, ანალიტიკის პერსონალიზაციისა და ლეგიტიმური ინტერესებისთვის.
    • დ) ამ მომსახურების პროვაიდერებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა მათი ფუნქციების შესასრულებლად, მაგრამ არ აქვთ უფლება გააზიარონ ან გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის.
    • ე) ბოგარტი არ აწვდის პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარეებს, თუმცა მათ თქვენ მიერ რეკლამებზე გადასვლით შეუძლიათ შეაგროვონ ინფორმაცია, მათ შორის თქვენი IP მისამართი, დროის ზონის პარამეტრი, მდებარეობა და ინფორმაცია თქვენი ბრაუზერის, ოპერაციული სისტემის და თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობების შესახებ.
  4. რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ პასუხისმგებელი ხართ ყველა საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება თქვენი ანგარიშის ან პაროლის გამოყენებით.
შეტყობინებები
  1. მომხმარებელს, რომელიც არ ფლობს ბოგარტის ანგარიშს და სურს, მიიღოს პერიოდული შეტყობინებები ვებ-საიტზე განთავსებული სიახლეების შესახებ, შეუძლია ელ-ფოსტაზე სიახლეების გამოწერის ფუნქციით სარგებლობა, რომლისთვისაც ელ-ფოსტის ველში უთითებს სასურველ მუშა ელ-ფოსტის მისამართს.
  2. წინამდებარე პირობის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ხდება დებულების – „მომხმარებელთა რეგისტრაცია და გარანტიები“ – მიხედვით.
ცვლილებები
  1. ბოგარტს უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს ან გამოაკლოს დებულებები ამ ხელშეკრულების პირობებს.
  2. თქვენ თანახმა ხართ, რომ პერიოდულად გადახედოთ ამ ხელშეკრულებას, რადგან თქვენ მიერ მომსახურების შემდგომი გამოყენება ადასტურებს, რომ შეტანილი ცვლილებები თქვენთვის მისაღებია.
ბოგარტის პასუხისმგებლობის შეზღუდვა; ზიანის ანაზღაურება
  1. არც ერთ შემთხვევაში და კანონით დაშვებული სრული უფლებებით, მათ შორის, და არა მხოლოდ, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, არ იქნება ბოგარტი და მისი აფილირებული კომპანიები პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით, სპეციალურ თუ გამომდინარე ზიანზე, რომლებიც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ვებ-საიტის შინაარსის გამოყენებით ან გამოუყენებლობით; ასევე, თქვენ მიერ გადაცემული ინფორმაციისა თუ მონაცემების უნებართვო წვდომასა და ცვლილებაზე, კონტენტზე თუ კონტენტში არსებულ შეცდომებსა და უზუსტობებზე, თუნდაც ამ უკანასკნელზე გაცემული იყოს გაფრთხილება ამგავრი ზიანის დადგომის შესაძლებლობის შესახებ. თქვენ მკაფიოდ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ბოგარტი პასუხს არ აგებს არც ერთი მომხმარებლის არც ერთ ქცევაზე. 
  2. როგორც მომსახურების გამოყენების პირობა, თქვენ თანახმა ხართ, რომ გაუფრთხილდეთ, დაიცვათ და არ მიაყენოთ ზიანი ბოგარტსა და მის მომწოდებლებს, თითოეულ მათ დამფუძნებელ თუ აფილირებული კომპანიის წევრებს, თანამშრომლებს, წარმომადგენლებს, კონტრაქტორებსა და აგენტებს, ნებისმიერი და ყველა პრეტენზიისგან, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს დისკრედიტაციას, დაკნინებას და საავტორო უფლებების დარღვევას.
  3. თქვენ თანახმა ხართ, რომ ბოგარტს არ მიაყენებთ ზიანს, რომელიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ან დაკავშირებული იყოს დაუსაბუთებელ ბრალდებებთან და ეხება: 
    • (ა) თქვენ მიერ სერვისის გამოყენებას; 
    • (ბ) ბოგარტის მიერ ნებისმიერი შინაარსის ინფორმაციის გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფილია თქვენ მიერ, იმდენად, რამდენადაც ჩვენ მიერ გამოყენება არ არის შეუთავსებელი ამ ხელშეკრულებასთან; 
    • (გ) ინფორმაციას ან მასალას, რომელიც გამოქვეყნებულია ან გადაცემულია თქვენი საწევრო ანგარიშის საშუალებით, თუნდაც არ იყოს გამოქვეყნებული თქვენ მიერ; 
    • (დ) ამ პირობების ნებისმიერ დარღვევას თქვენ მიერ. 
  4. ბოგარტის წესებისა და პირობების ან მისი მეშვეობით გავრცელებულ ნებისმიერი შინაარსის ინფორმაციის თქვენს ინტერესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, თქვენი ერთადერთი და ექსკლუზიური გამოსავალია მომსახურების გამოყენების შეწყვეტა.
დავები
  1. მომსახურების ეს პირობები მოიცავს ყველა განცხადებას, პრინციპსა და პირობებს, რომლებიც განთავსებულია ბოგარტის ვებ-საიტზე.
  2. მომსახურების პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით.
  3. ამ მომსახურების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე უნდა აღიძრას საქართველოს საერთო სასამართლოში. ნებისმიერი სარჩელის საფუძველი ან პრეტენზია, რომელიც შეიძლება მომხმარებელს ჰქონდეს ვებ-საიტთან დაკავშირებით, უნდა აღიძრას 1 (ერთი) წლის განმავლობაში, პრეტენზიის ან სარჩელის საფუძვლის წარმოქმნის შემდეგ, ან ასეთი პრეტენზიისა თუ სარჩელის საფუძვლის შეწყვეტის შემდეგ.
მომსახურების საკონტაქტო პირი
  • თუკი გაქვთ კითხვები ან შემოთავაზებები ბოგარტის წესებისა და პირობების მიმდინარე პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტით მისამართზე: [email protected] ან ტელეფონით ნომერზე: (+995) 514 50 40 90.
გვერდის განახლების თარიღი: 18. 12. 2022