© ნიკოლო
© ნიკოლო

ნიკოლო – ჩანთებით მოყოლილი ისტორია

წაკითხვა
1 წუთში წასაკითხი

წინამდებარე მასალა მომზადებულია ბოგარტის „ქალების მეწარმეობასა და ბიზნესში ჩართულობის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში

მე რუსუდან ღაღანიძე გახლავართ, 30 წლის. მყავს მეუღლე და ერთი შვილი, 5 წლის ნიკოლოზი. ბრენდის „ნიკოლო“ შექმნის იდეა გაჩნდა 4 წლის წინ, როცა ნიკოლოზი უკვე 1 წლის იყო. ბრენდის სახელი სწორედ მას უკავშირდება. ყველაფერი დაიწყო ჰობის დონეზე, როცა ქუდი და კაშნე დავუმზადე ჩემს შვილს. მერე პირად ფეისბუქ-გვერდზე დავდე, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მეგობრების თხოვნით შევქმენი ოფიციალური გვერდი და ჩანთების იდეამაც არ დააყოვნა.

„ნიკოლოს“ ჩანთები სხვადახვა მასალისგან მზადდება: ორგმინა, ხე, ტრიკოტაჟი, მაკრამე, მეტალის დეტალები. შემდგომ ვაფორმებ ფირფიტებით, ყვავილებითა და სხვადახვა დეტალებით.

ბრენდისთვის სირთულე ქართულ ბაზარზე არსებული მასალების მწირი არჩევანი და მაღალი ფასებია, რაც შემდგომ პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება.

© ნიკოლო

გარშემო ნამდვილად ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, რაც ასე მახარებს. ბიზნესში ჯანსაღი კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მისაღებია. ეს, ერთგვარად, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. „ნიკოლოს“ უკვე თავისი ნიშა უჭირავს ბაზარზე. მთავარი განსხვავებულობა, რომელშიც დიდ შრომას ვდებთ მთელი გუნდი, ხელით, ინდივიდუალურ შრომაშია – ყველაფერი სრულდება ხელით, მათ შორის – ნახატები. ჩვენ არ ვიყენებთ ბეჭდურ საშუალებებს.

დამწყებ მეწარმეებს ვუსურვებ წარმატებებს. მნიშვნელოვანია სჯეროდეთ, რომ თუკი თავიანთ საქმეს სიყვარულით შეასრულებენ, ეს სიყვარული აუცილებლად მოიგებს მომხმარებელთა გულებს.

© ნიკოლო
© ნიკოლო

„ნიკოლოს“ პროდუქციით დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ საკონტაქტო ინფორმაცია: