ქართველი ჯენტლმენები ირჩევენ პალეკარტს

ქართველი ჯენტლმენები ირჩევენ პალეკარტს

წაკითხვა
7 წუთში წასაკითხი

მონდომება, საქმისადმი ინტერესი და სიყვარული, შემდეგ კი არჩეული მიმართულების მაქსიმალურად შესწავლა, რაც პროფესიონალურ მუშაობას განაპირობებს.

პალეკარტის გუნდი
ქართველი ჯენტლმენები ირჩევენ პალეკარტს

ყოველდღიური კლასიკური სტილის მთავარი უპირატესობა მის უნივერსალურობაშია, გამოირჩეოდეს ელეგანტურობით და თანაბარი კომფორტულობით, როგორც საქმიან, ისე არაფორმალურ გარემოში.

პალეკარტი დავაფუძნეთ ბავშვობის მეგობრებმა. იდეა საჭიროებიდან გამომდინარე დაიბადა. ძალიან მოგვწონდა ამ სტილის ჩაცმულობა და ვცდილობდით, შეგვეძინა შესაბამისი ტანსაცმელი. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში, ფაქტობრივად, არ არსებობდა ამ სტილის ტანსაცმლის არჩევანი, ხშირად გვიწევდა გამოწერა უცხოეთიდან. აქედან დაიბადა იდეა, შეგვექმნა ჩვენთვის სასურველი სტილის ტანსაცმელი. შემდეგ ბაზრის კვლევამ გვაჩვენა, რომ მამაკაცის ტანსაცმლის ბრენდები იშვიათია საქართველოში, განსაკუთრებით – ჩვენი სტილი. ამ გარემოებამ მოგვცა ბიძგი, რომ უფრო თამამად წამოგვეწყო ეს საქმიანობა და ე.წ. ჯიბის ფულით გადავდგით პირველი ნაბიჯი. ჩვენი სპეციალობები მაქსიმალურად გამოვიყენეთ, ძალიან მალე ავითვისეთ წარმოების სპეციფიკაციები და 2 წლის მანძილზე შევქმენით ბრენდი, რომელიც ქმნი ხარისხიან და გემოვნებიან ქართულ პროდუქტს. 

BOGART: რა გამოარჩევს პალეკარტის ბრენდს ბაზარზე სხვა კონკურენტებისგან?

მთავარი განმასხვავებელი კონკურენტებისგან არის უნიკალური სტილი, მომსახურება და ცოდნა. ჩვენ სტილი ეფუძნება შემდეგ კონცეფციას: მამაკაცის კლასიკური და ყოველდღიური ტანსაცმლის შერწყმით შევქმნათ ელეგანტური და ძალიან კომფორტული ჩაცმულობა. დღევანდელ მამაკაცებს ხშირად უწევთ ბევრ განსხვავებულ  გარემოში ყოფნა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველგან გამოიყურებოდნენ ელეგანტურად, გარემოსთან შესაბამისად და კომფორტულად.

პალეკარტი, როგორც ბრენდი, დღეს უკვე ხელმისაწვდომია მთელი მსოფლიოსთვის მისამართზე www.pallecarte.com

ჩვენს შოურუმსა და ონლაინ სივრცეში მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, მიიღონ დეტალური ინფორმაცია, რჩევები სტილისა და მოდელების შესახებ. შეარჩიონ და მოირგონ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც აქამდე არ ცმიათ. პალეკარტთან ერთად ყოველთვის მიიქციონ ყურადღება და გამოიწვიონ სხვების აღფრთოვანება.

ჩვენი აზრით, ყველაზე დეფიციტური და მნიშვნელოვანი რაც ჩვენს ბაზარს აკლია, არის ცოდნა და ამ საქმისადმი დამოკიდებულება. ცოდნა და საქმისადმი სიყვარული გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს გამორჩეული დიზაინისა და ხარისხის ტანსაცმელი, სწორად შევარჩიოთ ლუქი, ყურადღება დავუთმოთ ყველა დეტალს და შედეგად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი. 

BOGART: მთავარი სირთულეები, რომელთა გადალახვაც მოუწია ბრენდს მოსულიყო დღემდე?

ბრენდის დაარსებითანავე გვქონდა განსაზღვრული კონკრეტული სტილი და მიმართულება, რომელიც არსებული ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენდა. გამომდინარე აქედან, გადავაწყდით რიგ სირთულეებს, რომლებიც ძირითადად დაკავაშრიბული იყო წარმოებასა და სასურველი მასალების მოპოვებასთან. ჩვენს რეალობაში ამ სტილის მამაკაცის სამოსის მკერავები საკმაოდ დეფიციტური აღმოჩნდა და სწორედ ამის გამო მოგვიწია თითოეული ნიმუშისა და მოდელის დასამუშავებლად ძალიან ბევრი დროისა და რესურსის გამოყენება. ასევე ძალიან აქტიურად ვიყენებდით ევროპული და იაპონური სამკერვალო სკოლების გამოცდილებას სასურველი შედეგის მისაღებად. მათთან პირდაპირი კონტაქტი, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ გართულებული იყო, თუმცა ძალიან დიდი მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოვახერხეთ უფრო მეტი და მეტი ისეთი ინფორმაცია მიგვეღო, რასაც საწარმოო პროცესის გასამართად გამოვიყენებდით. რაც შეეხება სასურველი ქსოვილებისა და აქსესუარების მოძიებას, ბაზარზე აქამდე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე ძალიან დეფიციტური იყო ხარისხიანი ნედლეული, რომელიც ჩვენი პროდუქციის წარმოებისთვის გვჭირდებოდა. ამიტომ მოგვიწია ამ მიმართულებითაც ევროპული სამკერვალოების გამოცდილების გაზიარება და დღეს უკვე გვაქვს პირდაპირი კონტაქტები ისეთ მწარმოებლებთან, რომლებიც ზუსტად აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს. სწორედ ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც გამოგვარჩევს ყველასგან და გვანიჭებს სიამოვნებას, რომ ვქმნით ხარისხიან და გემოვნებიან ქართულ პროდუქტს.

BOGART: რა გამოწვევები აქვს ბრენდს, რათა ხელმისაწვდომი იყოს გლობალური მყიდველებისთვის?

დღეს ბრენდი ხელმისაწვდომი არის გლობალური მყიდველებისთვის ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩავუშვით. ამ ეტაპზე მომხმარებლები მხოლოდ ის ადამინები არიან, რომლებიც ჩვენს შოურუმს სტუმრობდნენ საქართველოში, მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ სამიზნე ბაზრებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბრენდის ცნობადობა გლობალურად.

ქართველი ჯენტლმენები ირჩევენ პალეკარტს
პალეკარტის შოურუმი მიხეილ წინამძღვრიშვილის 37 ნომერში

ასევე კიდევ ერთი გამოწვევა, რასაც დავამატებდით ბრენდის მასშტაბირებისთვის, არის წარმოების გაფართოვება, რადგან ამ ეტაპზე არსებული სიმძლავრეებით ადგილობრივ ბაზარზეც კი გვიჭირს მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა და, სავარაუდოდ, მალე შევძლებთ ქვეყნის გარეთ გავიტანოთ ჩვენი ბრენდი.

BOGART: პოტენციური მყიდველებისთვის შეძენის რომელ არხებს სთავაზობს პალეკარტი?

საწყის ეტაპზე წარმოდგენილი ვიყავით მხოლოდ სოციალურ ქსელებში, კერძოდ, Instagram-სა და Facebook-ში. მაშინ ჩვენ არ გვქონდა ფიზიკური მაღაზია, ამასთან ერთად, ახალი დაწყებული იყო კოვიდით გამოწვეული პანდემია, რამაც, ერთის მხრივ, ხელი შეგვიშალა ფიზიკური მაღაზიის გახსნაში, თუმცა, მეორეს მხრივ, მთელი ყურადღება გადაგვატანინა დისტანციურ/ ციფრულ შოპინგზე და, შესაბამისად, ვმუშაობდით მხოლოდ სოციალურ ქსელების არხებით.

დღეს უკვე ერთი წელია, რაც გავხსენით შოურუმი/მაღაზია და მცირე ზომის სამკერვალო. შედეგად, გაყიდვების ძირითადი წილი სწორედ შოურუმზე მოდის. ასევე გვაქვს ვებგერდი – www.pallecarte.com, რომელიც ძირითადად საერთაშორისო გაყიდვებს ემსახურება სოციალურ ქსელებთან ერთად.

BOGART: საინტერესოა თქვენი მომავალი გეგმების შესახებ მოსმენა. რას უნდა ელოდოს მომხმარებელი სამომავლოდ პალეკარტისგან?

პირველ რიგში, ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გეგმა და მიზანი არის ხარისხის კიდევ უფრო დახვეწა, რაც პირდაპირ აისახება ასორტიმენტის გაზრდაზე, რადგან თითოეულ კატეგორიას ჭირდება ძალიან მაღალი ხარისხის მასალა და შესრულება.

უახლოესი სამომავლო გეგმა გვაქვს ადგილობრივ ბაზართან მიმართებით, რაც ბაზრის მაქსიმალურად ათვისებას ემსახურება, რისთვისაც უმნიშვენლოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დავაინტერესოთ და მოვხიბლოთ ჩვენი გამორჩეული სტილის სამოსით.

რაც შეეხება საერთაშორისო პერსპექტივებს, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოლექციის წარმოება და საცდელად რამდენიმე ქვეყანაში დავიწყებთ გაყიდვებს. ჩვენი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიზანია, რომ რაც შეიძება მალე და მასშტაბურად მოვახერხოთ ევროპისა და ამერიკის ბაზარზე შესვლა.

ასევე ახლო მომავალში დაგვემატება სხვადასხვა ახალი პროდუქტი, იქნება ეს აქსესუარები, სხვადასხვა კატეგორიის სამოსი, მამაკაცის საცვლები, წინდები თუ სხვა. დღეს უკვე მოვახერხეთ და პარტნიორებთან თანამშრომლობით ვაწარმოებთ ფეხსაცმელს, რომელიც, როგორც ჩვენი ტანსაცმელი, გამორჩეულია თავისი დიზაინითა და ხარისხით. ძალიან გვეამაყება ის ფაქტი, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი იკერება და მზადდება საქართველოში. მართალია, მასალები ძირითადად ევროპიდან ჩამოგვაქვს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გვექნება ის სიხარული, რასაც ვგრძნობთ, როდესაც ვიგებთ – „წარმოებულია საქართველოში და არის ძალიან ხარისხიანი“.

ქართველი ჯენტლმენები ირჩევენ პალეკარტს

BOGART: რჩევა პალეკარტისგან დამწყებ დიზაინერებს

პირველ რიგში – მონდომება, საქმისადმი ინტერესი და სიყვარული, შემდეგ კი არჩეული მიმართულების მაქსიმალურად შესწავლა, რაც პროფესიონალურ მუშაობას განაპირობებს.  შეცდომები და ხარვეზები, რა თქმა უნდა, ამ პროცესების ნაწილია, თუმცა სწორი მიდგომით ნებისმიერი შეცდომა შეგვიძლია ვაქციოთ გამოცდილებად, რომელმაც უფრო გაგვზარდა და უკეთესად ჩამოგვაყალიბა, ვიდრე მანამდე ვიყავით. ასე რომ, წინ და მხოლოდ წინ მიზნების მიღწევის რთულ გზაზე!