© მარიამ შაქარაშვილი
© მარიამ შაქარაშვილი

გერმანიაში ქართველი მხატვრის სახელობის დრეზდენის საერთაშორისო არტ რეზიდენცია მოეწყობა

წაკითხვა
1 წუთში წასაკითხი

მიმდინარე წლის თებერვალში, გერმანიაში, საქსონიის დედაქალაქ დრეზდენში გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ალექსანდრე-ალეკო ადამიას (1962-2019) სახელობის დრეზდენის საერთაშორისო არტ რეზიდენცია მოეწყობა.

პროექტი FUTURUM III ქართველი და გერმანელი მხატვრების: სალომე ცაგარეიშვილი, ირაკლი ტოკლიკიშვილი, იაკობა შონბროთ-რული, ბექა საყვარელიძე, დანიელ გრამსისა და მარიამ შაქარაშვილის მონაწილეობით.

ნამუშევრები შეიქმნება Lingerschloss-სა და მხატვრების პირად სახელოსნოებში, პროექტის დასასრულს კი გამოფენა გაიმართება ADAMIA GALLERY-ში (Bischofsweg 36).

ADAMIA GALLERY და პროქტი FUTURUM III დაფუძნდა 2021 წელს პროექტის კურატორის – მარიამ შაქარაშვილისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის, Ars longa Kunst und Kulturmanagement, Director Simone Lade-ს მიერ.

გალერეა მოიაზრება, როგორც ერთგვარი კულტურული ჰაბი, სადაც საქართველოს შესაძლებლობა მიეცა, წარადგინოს როგორც ქართველი მხატვრები და მხატვრობა, ასევე ზოგადად ქართული კულტურა და ხელოვნება. ADAMIA GALLERY მდებარეობს დრეზდენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ისტორიულ ნაწილში, ნოიშტატში, რომელიც ხელოვნების მოყვარულებისა და კოლექციონერებისათვის დიდი ინტერესის წყაროს წარმოადგენს. გალერეამ უკვე უმასპინძლა სამ გამოფენას, ყოველი მათგანი წარმატებული და გერმანულ სახელოვნებო წრეებში საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.

დრეზდენის საერთაშორისო არტ რეზიდენცია 2023-ის ფინანსური მხარდამჭერები არიან: სასახლე Linger, ფრანკ ბუთენბენდერი და ERISTAVI GALLERY, რომელიც ბელგიის უმშვენიერეს ქალაქ ანტვერპენში ფუნქციონირებს.