ყდაზე: კანადელი მხატვარი მარსელ ძამა თავის სტუდიაში ნიუ-იორკში (ფოტო: Zhi Li, courtesy of the artist and David Zwirner)
ყდაზე: კანადელი მხატვარი მარსელ ძამა თავის სტუდიაში ნიუ-იორკში (ფოტო: Zhi Li, courtesy of the artist and David Zwirner)

მარსელ ძამა – როლები, ემოციები და ქაოსი…

მიყვარს, როდესაც ხელოვნებაში ან მითოლოგიაში არის იუმორის გრძნობა…

წაკითხვა
2 წუთში წასაკითხი

მარსელ ძამა თანამედროვე კანადელი ხელოვანი და დიზაინერია, რომელიც ცნობილია თავისი ილუსტრაციებით. ძამას მელნისა და აკვარელის ფიგურები ერთობ უცნაურად გამოიყურება. ავტორი საკუთარი ფანტაზიით შექმნილი  გარემოთი გვახსენებს სიურეალიზმსა და ხალხურ ხელოვნებას.

მიყვარს, როდესაც ხელოვნებაში ან მითოლოგიაში არის იუმორის გრძნობა…

მარსელ ძამა

მის ნამუშევრებში შეიძლება შევამჩნიოთ მარსელ დუშანის და ფრენსის პიკაბიას გავლენა, ეს უკეთ ჩანს მის ფილმში „Une Danse Des Bouffons“.

კაცი უკრავს უდზე ბაზარში, 2018 წელი. ფოტო: COURTESY OF DAVID ZWIRNER

მარსელ ძამას ნამუშევრებს შეხვდებით მუსიკალური ალბომების გარეკანებზე და ვიდეოშიც. ხელოვანს ხშირად ადარებენ აუცაიდერ მხატვარს ჰენრი დარგერს, მაგრამ ის არის საკმარისად ინდივიდუალური და განსხვავდება სხვა ავტორებისგან. მისი სამყარო არ არის ჩვეულებრივი, ვიზუალური ნიშნები მრავალფეროვანია: ადამიანები ირმის რქებით, ან ხის ხელებით, ეს ის მახასიათებლებლებია, რომლებსაც მის ნამუშევრებში შევხვდებით, ისინი ნაწილობრივ ილუსტრაციული ხასიათისაა. გავლენები იგრძნობა საკმაოდ მრავლად: დადაიზმის, სიურეალისტური ფილმების, ფოლკლორული ხელოვნებისა და ტრადიციების. მის შემოქმედებაში კარგად ჩანს, რომ ჩვეულებრივი, მარტივი თხრობა შეიძლება იყოს რთული და ჩახლართული, რაც ეხმიანება თანამედროვე ხელოვნების შექმნის სტრატეგიას.

ძამა ასევე მუშაობს სკულპტურასა და ვიდეოში და აქვს ექსპერიმენტები თოჯინების და კოსტუმების შექმნის, ისევე, როგორც ჩართულია ბევრ სხვადასხვა მედიუმში. იგი ქმნის საკუთარ სამყაროს, რომელიც არტისტის ინდივიდუალურ, ესთეტიკურ და ვიზუალურ ხედვას საკმარისად წარმოაჩენს. მისი გარემო ხშირად ჰგავს თეატრისა და კარნავალის გარემოს, გვგონია, რომ საქმე გვაქვს მითოლოგიურ პერსონაჟებთან, გამოგონილ არსებებთან. ამ გარემოში ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იუმორს, ან ძალადობრივ აქტს. ნამუშევრები ძირითადად მრავალფიგურიანია, სადაც ყველა პერსონაჟს თითქოს საკუთარი ფუნქცია აქვს შესასრულებელი. ყველანი არიან ამბის მონაწილეები და მნიშვნელოვანი ფიგურები.

ძამასთან შეიძლება შევეხოთ გენდერის თემასაც. ავტორის ნამუშევრები საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ბევრ რამეზე ერთად და მაინც, ეს შთაბეჭდილებები ძირითადად არის პირადი გამოცდილებებისა და მეხსიერების შედეგი.

მხატვრის შემოქმედება შეგვიძლია ვნახოთ ოტავას ეროვნული გალერეის კოლექციებში, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კორკორანის ხელოვნების გალერეაში, ვაშინგტონში და ა.შ.

ის ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბრუკლინში, აშშ-ში.