აფიშა


ქართველი ხელოვანები მსოფლიოს Art Map-ზე – თვალი ადევნე ქართველი ხელოვანების შემოქმედებით აქტივობას ბოგარტის ინტერაქტიული რუკის მეშვეობით

ჩვენი პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ ადვილად აღმოაჩინოთ, გაეცნოთ და შეისწავლოთ ქართველი ხელოვანების შემოქმედება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქებში.

ბოგარტის გუნდის მიერ კულტურულ ღონისძიებათა ინტერაქციული რუკის შექმნა მიზნად ისახავს ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით და ქართველ ხელოვანთა დამკვიდრებას საერთაშორისო ხელოვნების სცენაზე.

მიმდინარე გვერდი გთავაზობთ გამოფენების მდიდარ და მრავალფეროვან კოლექციას, რაც საშუალებას აძლევს ხელოვნების მოყვარულებსა და კოლექციონერებს აღმოაჩინონ, გაეცნონ და შეისწავლონ ნიჭიერი ქართველი ხელოვანების შემოქმედება. თავის მხრივ, პლატფორმა ქართველ ხელოვანებს უქმნის შესაძლებლობას, მოიპოვონ ცნობადობა და აღიარება საერთაშორისო ხელოვნების საზოგადოებაში, რაც მათ შემოქმედებას კარებს გაუხსნის ფართო აუდიტორიის წინაშე.

ჩვენი გუნდი მოწოდებულია ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის და ვამაყობთ, რომ ვქმნით ამდენად ღირებულ რესურსს, როგორც ხელოვანების, ისე ხელოვნების მოყვარულებისთვის. გვჯერა, რომ ბოგარტის პლატფორმას შეუძლია ხელი შეუწყოს გლობალური ხელოვნების სცენის გამდიდრებაში ქართველი ხელოვანების უნიკალური ნიჭის წარმოჩენით.