ბოგარტის განცხადება ხელოვნების სიცოცხლისა და დამოუკიდებლობისთვის

ბოგარტის განცხადება ხელოვნების სიცოცხლისა და დამოუკიდებლობისთვის

წაკითხვა
1 წუთში წასაკითხი

ონლაინ მედიასაშუალება ბოგარტი ეხმაურება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მომხდარ მოვლენებს.

ჩვენი გუნდი აბსოლუტურად გმობს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ინსტიტუციებისა და ხელოვანების წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას. პროცესის ამ ტიპის სამართლებრივი განვითარება აღიქმება დევნისა და თვითგამოხატვის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად.

იმ ადამიანებს, რომელთაც უწევთ არსებულ მდგომარეობასთან გამკლავება, ბოგარტის შემოქმედებითი გუნდი უცხადებს სრულ მხარდაჭერას, რადგან ჩვენთვის მიუღებელია მსგავსად გამოხატული დევნა შემოქმედებითი თავისუფლების შესაზღუდად.

ვთვლით, რომ საჭიროა შეწყდეს ნებისმიერი სახის სამართალწარმოება სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით, როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე ადმინისტრაციული და მომავალშიც, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე კულტურის სამინისტრომ და მათდამი დაქვემდებარებულმა უწყებებმა, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით განმტკიცებული შემოქმედებითი თავისუფლების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით.

ბოგარტის გუნდი, 12 თებერვალი, 2023