მარიამ შაქარაშვილის შემოქმედება
მარიამ შაქარაშვილის შემოქმედება

ქარვა ჩემს თვალებში – მარიამ შაქარაშვილის პერსონალურ გამოფენა

წაკითხვა
1 წუთში წასაკითხი
გამოფენის გახსნა: 11.11.2022, 18:00 სთ.
მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა 7, მე-2 სადარბაზო

„ქარვა ჩემს თვალებში“ – ასე ჰქვია მხატვარ მარიამ შაქარაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელიც 11 ნოემბერს მისსავე სახელოსნოში გაიმართება. გამოფენა აერთიანებს ექვს ფერწერულ ტილოს, რომელიც მძაფრი შთაბეჭდილებებითა და ინსპირაციით 2022 წლის სექტემბერში შეიქმნა ლიეტუვას განსაკუთრებულ, ზღვისპირა ქალაქ ნიდაში მხატვრის პროფესიული ვიზიტის შემდეგ.

ნიდა აღმოჩნდა ის ჯადოსნური ადგილი, რომელიც ავტორისთვის განწყობისა და ემოციების ცვლილების მიზეზი გახდა, სწორედ ემოცური ფონის ცვალებადობამ განაპირობა მისი სურვილიც, ნამუშევრები წარედგინა სახელოსნოში, იმ პირად და ინტიმურ სივრცეში, სადაც საკუთარ თავთან მარტო მყოფი მხატვარი ქმნის ხელოვნებას და საზოგადოებას უმასპინძლოს ბუნებრივ, ყოველგვარი შეფუთვის, საგამოფენო სივრცეებში არსებული სტანდარტებისა და „გაპრიალებული“ ზედაპირებისაგან დაცლილ გარემოში.