"ბრმა მხედველი" (მოლი სუინი), რეჟისორი თემურ ჩხეიძე
"ბრმა მხედველი" (მოლი სუინი), რეჟისორი თემურ ჩხეიძე

ქალის დრამა სცენაზე
(თემურ ჩხეიძის ერთი სპექტაკლის მაგალითზე)

წაკითხვა
17 წუთში წასაკითხი

წარ­მო­შო­ბით ირ­ლან­დი­ელ დრა­მა­ტურგს – ბრა­ი­ან ფრილს – ერ­თობ მსუ­ყე, რე­გა­ლი­ე­ბი­თა და მრა­ვალ­გ­ვა­რი ტი­ტუ­ლით გა­ჯერე­ბუ­ლი ბი­ოგ­რა­ფია აქვს. კლა­სი­კოსს სწო­რედ მწერ­ლო­ბამ მოუხ­ვე­ჭა ფარ­თო მას­შ­ტა­ბის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის სა­ხე­ლი. დღე­საც, თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში, ბრა­ი­ან ფრი­ლის პი­ე­სე­ბი ისე­თი­ვე ინ­ტერესს აღ­ძ­რავს, ისე­ვე ხში­რად იდ­გ­მე­ბა სცე­ნა­ზე, რო­გორც ეს მი­სი კა­რი­ე­რის საწყის ეტაპ­ზე ხდე­ბო­და.

ცნო­ბი­ლი­ა, რომ თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მან­ძილ­ზე, დრა­მა­ტურ­გე­ბი ხში­რად ირ­გებ­დ­ნენ რე­ჟი­სო­რის ამ­პლუ­ა­საც – თავ­და­პირ­ვე­ლად, მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის წინ, ან­ტი­კუ­რი სა­ბერ­ძ­ნეთ­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, ან აღორ­ძინე­ბის პე­რი­ო­დის ინ­გ­ლის­სა თუ სხვა ქვეყ­ნებ­ში, თა­ვად დგამ­დ­ნენ კი­დეც სა­კუ­თარ პი­ე­სებს. ბრა­ი­ან ფრი­ლიც ზედ­მი­წევ­ნით ფა­ქი­ზად, გუ­ლის­ყუ­რით ეკი­დე­ბო­და დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სპექტაკ­ლად­ქ­ცე­ვის, სცე­ნა­ზე ტექ­ს­ტის გა­ცოცხ­ლე­ბის პრო­ცესს. იმა­ვეს მო­ითხოვ­და იმ რე­ჟი­სო­რის­გა­ნაც, რო­მე­ლიც მი­სი პი­ე­სის დად­გ­მის იდე­ით გა­ნიმ­ს­ჭ­ვა­ლე­ბო­და. ძალ­ზე ხში­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და იმ­გ­ვა­რი „ორიგინალური“ სცე­ნუ­რი ადაპ­ტა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვებს, სა­დაც მი­სი ქმნი­ლე­ბე­ბის დე­და­აზ­რი შეც­ვ­ლი­ლად მი­აჩ­ნ­და.

„ირლანდიელ ჩე­ხო­ვად“ აღი­ა­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი აქ­ტი­ურ თე­ატრა­ლურ მოღ­ვა­წე­ო­ბას 1960 წელს შე­უდ­გა. ექ­ვ­სი თვის გან­მავ­ლობა­ში ეს­წ­რე­ბო­და გა­მო­ჩე­ნი­ლი ირ­ლან­დი­ე­ლი რე­ჟი­სო­რის, ტა­ი­რონ გათ­რის რე­პე­ტი­ცი­ებს. უკ­ვე 1964 წელს პი­ე­სამ „ფილადელფია, მო­ვე­დი!“ მას, რო­გორც დრა­მა­ტურგს, სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. ამ წარ­მა­ტე­ბას მოჰ­ყ­ვა არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუშევ­რე­ბი, რო­მელ­თა შო­რი­სა­ა: „კას მა­გუ­ა­რის სიყ­ვა­რუ­ლი“ (1966); „საყვარლები“ (1967); „კრისტალი და მე­ლა“ (1968); „ქალაქის თავი­სუფ­ლე­ბა“ (1973); „რწმენის მკურ­ნა­ლი“ (1979); „თარგმანები“; ჩე­ხო­ვის „სამი დის“ ფრი­ლის ვერ­სი­ა; „ცეკვა ლუღ­ნა­სა­ზე“ (1990); „ისტორიის შექ­მ­ნა“ (1988); „მშვენიერი ტე­ნე­სი“ (1993); „მოლი სუი­ნი“ (1994).

ჩა­მოთ­ვ­ლილ პი­ე­სა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მსოფ­ლი­ოს არაერთ ენა­ზე ითარ­გ­მ­ნა და და­იდ­გა. ბრა­ი­ან ფრი­ლის ბო­ლო პე­რიო­დის ნა­მუ­შევ­რებს შო­რის კი, ერ­თ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი პი­ე­სას – „მოლი სუ­ი­ნი“ უჭი­რავს.

„… სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა 1994 წელს დუბ­ლი­ნის გე­იტს თე­ატ­რში შედ­გა. მას შემ­დეგ იგი ითა­მა­შეს ლონ­დო­ნის, პა­რი­ზის, მი­ლა­ნის, ნი­უ-ი­ორ­კის სცე­ნებ­ზე. მი­ღე­ბუ­ლი აქვს ხუ­თი თე­ატ­რა­ლუ­რი ჯილდო. ნი­უ-ი­ორ­კის კრი­ტი­კოს­თა კავ­ში­რის 1996 წლის სა­მი ნო­მი­ნა­ცი­ა: სა­უ­კე­თე­სო პი­ე­სა, სა­უ­კე­თე­სო სა­მი მსა­ხი­ო­ბი, სა­უ­კე­თე­სო დად­გ­მა. 1997 წელს კი „მოლი სუ­ინს“, თე­ატ­რა­ლუ­რი სამ­ყა­როს­თ­ვის ერ­თ- -ერ­თი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი, ლო­უ­რენს ოლი­ვი­ეს (სახელობის) პრე­მია მი­ე­ნი­ჭა“[1].

„მოლი სუ­ი­ნი“ თავ­და­პირ­ვე­ლად თა­ვად ბრა­ი­ან ფრილ­მა დადგა. შემ­დეგ იყო პი­ე­სის ამე­რი­კუ­ლი პრე­მი­ე­რაც, 1996 წელს. ბროდვე­ის პროგ­რა­მის შე­ნიშ­ვ­ნა­ში ფრი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ პი­ე­სის იდე­ა, ნა­წი­ლობ­რივ, შთა­ა­გო­ნა ოლი­ვერ საქ­სის ნარ­კ­ვევ­მა.2 „მოლი სუ­ინის“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტის შემ­დეგ, დღემ­დე არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა ინტე­რე­სი ფრი­ლის ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­ე­სი­სად­მი. სა­ხე­ზეა მი­სი ხე­ლახა­ლი გა­აზ­რე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი.

ბრმა მხედველი (მოლი სუინი)
ბრმა მხედველი (მოლი სუინი)

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „მოლი სუ­ი­ნის“ პრე­მი­ე­რა თბი­ლი­სის სა­ერთა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ქარ­თულ ნა­წილ­ში, მარ­ჯანიშ­ვი­ლის თე­ატ­რის „სხვენზე“ შედ­გა. რე­ჟი­სო­რი – თე­მურ ჩხე­ი­ძე. მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: ნა­ნი ჩიქ­ვი­ნი­ძე, ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი და გო­გა პი­პი­ნაშ­ვი­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2010 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს, იგი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­თა­მაშ­და და დღემ­დე რე­პერტუ­არ­ში­ა. სპექ­ტაკ­ლ­ში ჟღერს გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა; სცე­ნოგ­რა­ფია ეკუთ­ვ­ნის – გი­ორ­გი (გოგი) ალექ­სი-­მეს­ხიშ­ვილს; ქო­რე­ოგ­რა­ფია – გია მარ­ღა­ნი­ა. სპექ­ტაკ­ლის გა­ნახ­ლე­ბულ რე­დაქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლეო­ბენ: ნა­ნი ჩიქ­ვი­ნი­ძე (მოლი სუ­ი­ნი), გია ბურ­ჯა­ნა­ძე (ექიმი რა­ი­სი), ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი (ფრენკ სუ­ი­ნი.) პი­ე­სა ქარ­თულ ენა­ზე თარ­გ­მ­ნა თა­მაზ გო­დერ­ძიშ­ვილ­მა.

თე­ატ­რის ზო­გი­ერ­თი კრი­ტი­კო­სი, მკვლე­ვა­რი[2] „მოლი სუ­ინს“ სტრუქ­ტუ­რუ­ლად ბრა­ი­ან ფრი­ლის ერ­თ-ერთ, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბულ პი­ე­სას სა­ხელ­წო­დე­ბით – „რწმენის მკურ­ნა­ლი“ ამ­ს­გავ­სებს, რადგან მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი­ვით, ეს პი­ე­საც მო­ნო­ლო­გე­ბის პრინ­ცი­პი­თაა აგე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მსგავ­სე­ბა ხელს არ უშ­ლის დრა­მა­ტულ ნა­წარმო­ებს თა­ვი­სი ად­გი­ლი და­იმ­კ­ვიდ­როს იმ რჩე­ულ პი­ე­სებს შო­რის, რომ­ლებ­მაც მწე­რალს აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. კრი­ტი­კო­სე­ბი პი­ე­სის გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ხში­რად სა­უბ­რო­ბენ. აღ­ნიშნა­ვენ, რომ ბრა­ი­ან ფრი­ლის ამ პი­ე­სის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად წი­ნა ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან გარ­კ­ვე­უ­ლი მსგავ­სე­ბე­ბი­სა, მა­ინც ინარ­ჩუნე­ბენ თვით­მ­ყო­ფა­დო­ბას, თა­ვის­თა­ვა­დო­ბას. ღრმა ემო­ცი­ას აღ­ძრა­ვენ მნახ­ველ­ში და თავს ამახ­სოვ­რე­ბენ მას…

გან­სა­კუთ­რე­ბით და­დე­ბი­თად წარ­მოჩ­ნ­და ბრა­ი­ან ფრი­ლის ამ პი­ე­სის („მოლი სუ­ი­ნის“) შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. თე­ატ­რის მკვლევ­რებს არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ შარ­ლოტ მუ­რის[3] ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის სპექ­ტაკ­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სა ერ­თხ­მად ალაპა­რაკ­და „მოლი სუ­ი­ნის“ გა­ცოცხ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ხერ­ხ­ზე. ისინი აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, რომ ახალ­მა პლატ­ფორ­მამ – ონ­ლა­ინ თე­ატ­რმა – ეკ­რან­ზე ხილ­ვის­თა­ნა­ვე შე­ი­სის­ხ­ლ­ხორ­ცა ბა­ლი­ბე­გე­ლი ქა­ლის დრა­მა. ბრა­ი­ან ფრი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის უსაზღ­ვ­რო პო­ტენ­ცი­ალს ცხად­ყოფს ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რე­ცენ­ზი­ე­ბი­სა და წე­რი­ლე­ბის აურაცხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა[4]. დრა­მა­ტურ­გი თა­ნა­მედრო­ვე თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ურ­თუ­ლეს გა­მოწ­ვე­ვებს ღირ­სეუ­ლად პა­სუ­ხობს.

ქარ­თუ­ლი სა­თე­ატ­რო ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში, თემურ ჩხე­ი­ძის „მოლი სუ­ი­ნის“ სცე­ნუ­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია სხვა­დას­ხ­ვა ნიშ­ნი­თაა სა­ყუ­რადღე­ბო. თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის თ­ვის ბრა­ი­ან ფრი­ლის დრა­მა­ტურ­გი­ა, ერ­თი შე­ხედ­ვით, უჩ­ვე­უ­ლო მო­ცე­მუ­ლო­ბა­ა. სპექ­ტაკ­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს, რო­გორც დრა­მა­ტურ­გი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბით, ასე­ვე იქ დასმუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი­თაც, რაც, რა თქმა უნ­და, რე­ჟი­სუ­რა­ში, ჩხე­ი­ძი­სათვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ხელ­წე­რა­ში იკითხე­ბა.

საკ­ვ­ლევ ობი­ექ­ტად მო­ლი სუ­ი­ნის პერ­სო­ნა­ჟი ავი­ღე. სტა­ტიის მი­ზა­ნია გან­ვ­საზღ­ვ­რო, რამ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლად აისა­ხა მო­ლი სუ­ი­ნის დრა­მა ქარ­თულ თე­ატ­რ­ში? აღელ­ვებს თუ არა თანა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ველ მა­ყუ­რე­ბელს ეს პერ­სო­ნა ისე­ვე, რო­გორც თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბილ ქალ­თა და­უ­ვიწყა­რი მხატ­ვ­რუ­ლი სახე­ე­ბი?

ად­რეც და ახ­ლაც, არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ის რაც ადა­მი­ანს აწუ­ხებს, ტან­ჯავს და არ აძ­ლევს შესაძ­ლებ­ლო­ბას იყოს სრულ­ფა­სოვ­ნად ბედ­ნი­ე­რი, დღემ­დე შეს­წავლის ობი­ექ­ტია მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში. ხე­ლოვნე­ბა­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი სა­თე­ატ­რო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. მო­ლი სუ­ი­ნი არა მარ­ტო იმი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მის ის­ტო­რი­ას სა­ფუძ­ვ­ლად რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბი თუ მოვ­ლე­ნე­ბი უდევს, არა­მედ სპექ­ტაკ­ლი გვიბიძ­გებს იმის­კენ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­ლის) დრა­მის ჭეშ­მა­რი­ტი არ­სი უფ­რო გან­ვა­ზო­გა­დოთ. ქა­ლის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია „სხვენის“ ინ­ტი­მურ ატ­მოს­ფე­რო­ში შეგ­ნებუ­ლა­დაა მოთხ­რო­ბი­ლი. აღ­მ­ქ­მე­ლის მგრძნო­ბე­ლო­ბა­ზე ძლი­ერ ზე­მოქ­მე­დებს სცე­ნა­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი მკა­ფიო თუ ფა­ქი­ზი რეპ­ლი­კა; ყო­ვე­ლი ჟეს­ტი იმის­თ­ვი­სა­ა, რომ უფ­რო ღრმად შე­იჭრას მა­ყუ­რებ­ლის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში, იქ ამოქ­მედ­დეს, იმ მიჯ­ნამ­დე მი­აღ­წი­ოს, სა­დაც მო­აზ­როვ­ნე თვი­თა­ნა­ლიზს იწყებს. „ამბავი, რომე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით იცის, უც­ნო­ბი რა­კურ­სით, უჩ­ვე­უ­ლო კუთხით უნ­და და­ვი­ნა­ხოთ. იმ კუთხით, სა­ი­და­ნაც მას ეს სა­გა­ნი არა­სო­დეს უნა­ხავს. ეს ყო­ველთ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო­ა“[5]. ამი­ტო­მაც, ქარ­თ­ვე­ლი მო­ლის პერ­სო­ნა­ჟი უნებ­ლი­ედ აღ­ძ­რავს სურ­ვილს დავ­ფიქ­რ­დეთ არა მხო­ლოდ უც­ნობ პერ­სო­ნა­თა, არა­მედ სა­კუ­თარ ბედ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ბრმა ექს­პე­რი­მენტს მინ­დო­ბილ­თა ბე­დის­წე­რა­ზეც. ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ხელოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ფორ­მი­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ეპო­ქა კი ჩვენ­და სა­უ­ბე­დუ­როდ თუ – ზოგ­ჯერ, ბედ­ნი­ე­რი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით – სა­ბედ­ნი­ე­რო­დაც, ბრმა ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის დე­ფი­ციტს არ გა­ნიც­დის.

პან­დე­მი­ის წნეხ­ში მცხოვ­რებ მო­აზ­როვ­ნე­ებს სა­მე­დი­ცი­ნო ექს­პე­რი­მენ­ტე­ბი­სად­მი არა­ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. ერ­თი მხრივ, სენ­სა­ცი­უ­რი, სა­სარ­გებ­ლო აღ­მო­ჩე­ნის მო­ლოდინს, მე­ო­რე მხრივ, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ზი­ა­ნო შე­დე­გე­ბი აქარ­წყ­ლებს. სა­მე­დი­ცი­ნო ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი­სად­მი გაცხო­ვე­ლე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი, წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლური­ა, მაგ­რამ, ასე­ვე არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რომ არ­სე­ბობ­დ­ნენ რე­ალუ­რი ინ­დი­ვი­დე­ბი, რო­მელ­თა დრა­მა­საც სწო­რედ ამ „პროგრესის სა­ხე­ლით“ ჩა­ტა­რე­ბულ წა­რუ­მა­ტე­ბელ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში მო­ნა­წი­ლეო­ბა წარ­მო­ად­გენს. ქარ­თულ სა­დად­გ­მო ვერ­სი­ა­შიც, შუა ხნის მოლი ამ­გ­ვა­რი საც­დე­ლი კვლე­ვის მსხვერ­პ­ლი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. იგი იმ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­ს­პე­რი­მენ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ა, რომ­ლის უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტე­ტად, რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, არ მი­იჩ­ნე­ვა ადა­მი­ა­ნის ფსიქო-­სო­მა­ტუ­რი სი­ჯან­სა­ღე. ალ­ბათ, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბას ვერ მი­ვა­წერთ რე­ჟი­სო­რის მი­ერ ბრმა ქა­ლის მხედ­ვე­ლად „მონათვლის“ მცდელო­ბა­საც. წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რო­მით შე­ვეც­დე­ბი მო­ლი სუ­ი­ნი გა­ვაა­ნა­ლი­ზო თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ თე­ატ­რ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლის, კერ­ძოდ კი ერ­თ-ერ­თი აღი­ა­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რის ბოლო წლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის მა­გა­ლით­ზე. ის მო­ლი სუ­ი­ნი, რო­მელსაც არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლი მი­უძღ­ვ­ნეს უცხო­ელ­მა და ქართ­ველ­მა თე­ატ­რის კრი­ტი­კო­სებ­მა.

სპექ­ტაკ­ლის დრა­მა­ტურ­გი­ა, თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რი­თა და ეს­თეტი­კით რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა თე­მურ ჩხე­ი­ძის მი­ერ ად­რეულ წლებ­ში დად­გ­მუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის­გან. ირ­ლან­დი­ე­ლი დრამა­ტურ­გის პი­ე­სა „ბრმა მხედ­ველს“, ერ­თი შე­ხედ­ვით, ქარ­თ­ვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო ტემ­პო­რიტ­მი აქვს, თუმ­ცა ეს ხელს არ უშ­ლის მათ, სულ­გა­ნა­ბუ­ლებ­მა უც­ქი­რონ სპექ­ტაკლს, მი­უ­ხე­დავად იმი­სა, რომ სცე­ნა­ზე არა­ფე­რია თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი. რე­ჟი­სო­რი მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცდი­ლობს ჩაგ­ვით­რი­ოს აზროვ­ნე­ბა­ში, აღ­გ­ვიძ­რას გან­ს­ჯის სურ­ვი­ლი. სპექ­ტაკლს მარ­ჯა­ნიშ­ვილის თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­ში თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­შა დღემ­დე უნარ­ჩუნ­დე­ბა. რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამ ფაქტს? რა სიღ­რ­მი­საა იმ უსინათ­ლო პერ­სო­ნა­ჟის ხედ­ვის მას­შ­ტა­ბი, მსა­ხი­ო­ბი ნა­ნი ჩიქ­ვი­ნი­ძე რომ ასა­ხი­ე­რებს?

შუ­ახ­ნის მო­ლი ერ­თ­გ­ვარ სიმ­ბო­ლოს მოგ­ვა­გო­ნებს მსხვერპ­ლი­სა, რო­მელ­საც „კლასიკურ“ მსხვერ­პ­ლად ვერ შევ­რაცხავთ. ასი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თან­და­თან მი­ვი­წევთ ქა­ლის დრა­მის ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლი შრის­კენ. ვმძიმ­დე­ბით, არა მი­სი უსი­ნათ­ლობის დრა­მა­ტიზ­მით, არა­მედ პი­რი­ქით, იმ ე.წ. სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექტი­ვით, რო­მე­ლიც ქალს მოჩ­ვე­ნე­ბით კე­თილ­დღე­ო­ბას ჰპირ­დე­ბა (იგულისხმება თვა­ლის ჩი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად).

უსი­ნათ­ლო მო­ლი­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლია ადა­მი­ან­ში ჩა­დე­ბუ­ლი უსაზღ­ვ­რო სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლა, შე­იგ­რ­ძ­ნო­ბა სი­ცოცხ­ლის უშ­რე­ტი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­მელ­საც ვერ თრგუ­ნავს ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლი. ხო­ლო თვალ­ხი­ლუ­ლი, ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი მო­ლი, სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მოვ­ლე­ნა­ა. თვალ­სა და ხელს შუა ნად­გურ­დე­ბა მი­სი პი­როვ­ნუ­ლო­ბა. მა­ყუ­რებე­ლი უც­ქერს ფი­ზი­კუ­რად ჯან­საღ, მაგ­რამ სა­სი­ცოცხ­ლო ენერ­გი­ადაშ­რე­ტილ ქალს…

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მულს ხელ­შე­სა­ხე­ბად, ძალ­ზე დრა­მა­ტუ­ლად გად­მოგ­ვ­ცემს მსა­ხი­ო­ბი ნა­ნი ჩიქ­ვი­ნი­ძე. ამის­თ­ვის ის იყე­ნებს ძუნწ, მაგ­რამ სა­ხი­ერ მი­მი­კას, გა­მო­ხედ­ვას, დუ­მილს. მი­სი გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი არ­სე­ნა­ლი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, ას­კე­ტუ­რი, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი და, იმავ­დ­რო­უ­ლად, ძალ­ზე მეტყ­ვე­ლი, მრავ­ლის­მ­თ­ქ­მე­ლი­ა.

გო­ნივ­რუ­ლად ათ­ვი­სე­ბუ­ლი კა­მე­რუ­ლი სივ­რ­ცე ამოქ­მე­დე­ბას იწყებს. სა­მი სხვა­დას­ხ­ვა გან­ზო­მი­ლე­ბი­დან ვუც­ქერთ სცე­ნა­ზე გათა­მა­შე­ბულ დრა­მას. „ბრმა მხედ­ვე­ლი“ გვნუს­ხავს თა­ვი­სი ორი­გინა­ლუ­რი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო­თი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­უ­ან­სე­ბის შეგრ­ძ­ნე­ბი­სა და აღ­ქ­მის უნა­რით. გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ღელ­ვე­ბე­ლია ნა­ნი ჩიქ­ვი­ნი­ძის მი­ერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი აცეკ­ვე­ბუ­ლი მო­ლის მონო­ლო­გი. უსი­ნათ­ლო ქა­ლის ღრმად ემო­ცი­უ­რი აღ­სა­რე­ბა მა­ყუ­რებელს თა­ვა­დაც უბიძ­გებს ანა­ლი­ზის­კენ, მის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი მოქმე­დება-­საქ­ცი­ე­ლის გან­ს­ჯის­კენ. სცე­ნა­ზე თა­მაშ­დე­ბა ის, რა­ზეც არა თუ სა­უ­ბა­რი, არა­მედ ფიქ­რიც ძლი­ერ გვიმ­ძიმს.

სცე­ნა­ზე მყოფ თი­თო­ე­ულ მოქ­მედ პირს სა­კუ­თა­რი მო­ტი­ვაცია გა­აჩ­ნი­ა. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის ქმე­დე­ბას, საქ­ცი­ელს გარ­კ­ვე­უ­ლი ზრახ­ვე­ბი გან­საზღ­ვ­რა­ვენ. ა. მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბულ ფრენკს სურს მე­უღ­ლეს თვა­ლის­ჩი­ნი და­უბ­რუ­ნოს. თუმ­ცა, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ში­შობს, ყვე­ლა­ფე­რი ისევ ძვე­ლე­ბუ­რად დარ­ჩე­ბა თუ კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვ­ლე­ბა. ხომ შე­იძ­ლე­ბა მო­ლიმ „სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­დოს“ ქმარს?!. ექი­მი რა­ი­სი (გ. ბურ­ჯა­ნა­ძე) უდა­ვოდ პა­ტივ­მოყ­ვა­რე კა­ცი­ა. მას სურს უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ით საქ­ვეყ­ნოდ გა­ით­ქ­ვას სა­ხე­ლი და აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვოს. მაგ­რამ, მო­ლი სუ­ინზე (ნ. ჩიქ­ვი­ნი­ძე) აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვინ ფიქ­რობს. ხომ სავ­სე­ბით და­საშ­ვე­ბი­ა, რომ მან სამ­ყა­რო ისე­თი, რო­გო­რიც ის არის, ვერ მიი­ღოს, სა­თა­ნა­დოდ ვერ აღიქ­ვას. ამა­ზე თუ და­ფიქ­რე­ბუ­ლა ვინ­მე?!.

ქარ­თ­ველ მკვლე­ვარ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფი, ბრა­ი­ან ფრი­ლის პი­ე­სის ქარ­თულ სცე­ნა­ზე და­ბა­დე­ბას უარ­ყო­ფი­თად გა­მო­ეხ­მა­ურა: „ბრმა მხედ­ველ­ში“ მსა­ხი­ო­ბებს ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თობა აკ­ლი­ათ. სცე­ნა­ზე ერ­თად დგა­ნან, მაგ­რამ მარ­ტო თა­მა­შო­ბენ. რე­ჟი­სო­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­თა სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა ბო­ლომ­დე არ არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი… პი­რო­ბი­თო­ბა მა­ყუ­რე­ბელს აზ­როვ­ნე­ბის­კენ უბიძ­გებს, მაგ­რამ თე­ატ­რ­ში იმის­თ­ვის არ დავ­დივართ, რომ სცე­ნი­დან წარ­მოთ­ქ­მუ­ლის წარ­მო­სახ­ვა და­ვიწყოთ. ფორ­მა და ში­ნა­არ­სი ერ­თად უნ­და მოგ­ვე­წო­დე­ბო­დეს და არა ცალცალ­კე, ან ერ­თ­მა­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლად“[6]. უხ­ვა­დაა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბიც ჩხე­ი­ძი­სე­ულ დად­გმა­ზე: „…რეჟისორი ეს­წ­რაფ­ვის იმას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­უ­ახლოვ­დეს წარ­მოდ­გე­ნა მა­ყუ­რე­ბელს, ჩა­ი­ხე­დოს მის სულ­ში, გა­მოაფხიზ­ლოს მი­სი გრძნო­ბა-­გო­ნე­ბა, გუ­ლახ­დილ დი­ა­ლოგ­ში ჩა­ა­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი, ღრმა­აზ­რო­ვა­ნი ფიქ­რის­თ­ვის გა­ნაწყოს, სი­ცოცხ­ლი­სა და სიტყ­ვის ფა­სი, მი­სი ჯა­დოს­ნუ­რი არ­სი, მრა­ვა­ლაზრო­ვა­ნი ქვე­ტექ­ს­ტი შე­აც­ნო­ბი­ნოს. ამა­ვე დროს კი აამაღ­ლოს ქართულ თე­ატ­რ­ში მორ­ყე­უ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის კულ­ტუ­რა, გა­ნა­ვი­თა­როს და დახ­ვე­წოს იგი“[7]. სპექტაკლში არსებულ უხვსიტყვიან მონოლოგებს, სამი ადამიანის წრფელ თვითგანსჯას, პარტერში მსხდომთა მდუმარე აღსარებაცუერთდება. ანალიტიკის აქტში შეტყუებულმაყურებელს, თანამედროვე ქართულ სცენაზე განხორციელებულ კამერულ სპექტაკლებს შორის, მართლაც გამორჩეულად ამახსოვრდება „ბრმა მხედველი“, თანაც, არა იმიტომ, რომ სპექტაკლი მხოლოდ ერთი კონკრეტული პერსონაჟის ბედ-იღბალზე გვაფიქრებს, არამედ იმ ნიშნითაც, რომ მოლი ჩვენს გონებაში სიმბოლურ დატვირთვას იძენს. ის განუსჯელად გამეტებული პიროვნულობის სახე-ხატი, არაკლასიკური მსხვერპლი ხდება… ბრაიან ფრილის მიერ შექმნილი პერსონაჟი ძალაუნებურად გვაფიქრებს იმგვარ კომპლექსურ და მასშტაბურ საკითხზე, როგორიცაა თანამედროვე ადამიანის დრამის ჭეშმარიტი არსი.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ქართული სპექტაკლის რეჟისორის მიზანი ჩვენი ყურადღების მიმართვა იყო ისეთი საკითხისა თუ პრობლემისადმი, რომელსაც თითოეული ჩვენგანის პიროვნული თუ მორალურ-ზნეობრივი პასუხისმგებლობა ეწოდება. დიახ, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ, სერიოზულ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მის რეალურ ხორცშესხმას შევუდგებით, კარგად უნდა დავფიქრდეთ, სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ, ავწონ-დავწონოთ ის მოსალოდნელი შედეგები, რომლებიც ჩვენს ქმედებას შეიძლება მოჰყვეს… რაც არ უნდა კეთილი, ჰუმანური, ნათელი ზრახვები გვამოძრავებდეს, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას მოუტანს ჩვენი საქციელი ჩვენს გვერდით მყოფებს, ახლობელ თუ უცნობ ადამიანებს. ისინი, ჩვენდა უნებურად, სრულიად გაუაზრებლად შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, უნებლიედ, მსხვერპლის როლში აღმოჩნდნენ; ისევე როგორც ეს ნანი ჩიქვინიძის მიერ განსახიერებულ მოლი სუინს დაემართა.


გამოყენებული ლიტერატურა:

[1] ღოღობერიძე, რეჟისორი – რომელიც არ ჩანს, 2011, გვ. 69.

[2] Drediman, Viewpoints – Powerful Digital Revivals Of Brian Friel’s Faith Healer And Molly Sweeney, 2021.

[3] Ting, An Interview with Director Charlotte Moore, 2011.

[4] The Wall Street Journal; The New Yorker; The New York Times; Associated Press; NY Post; Daily News; New Yorker; Backstage; Theatermania; Wolf Entertainment Guide; Woman Around Town; Curtain Up; Talk Entertainment.

[5] თუმანიშვილი, სანამ რეპეტიცია დაიწყება, 2008, გვ. 30.

[6] 1 თამარ კიკნაველიძე. თეატრალური ფესტივალის შავ-თეთრი დღეები. https://tbilisiinternational.com/ge/press-office/press/41/teatraluri-pestivalis-shavtetri-dgeebi

[7] ქუთათელაძე, ბრმა მხედველი, 2010, გვ. 27-28.


(C) თინათინ გაბელაია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი 2 (89), 2022, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.