ფიქრის ტრაექტორია – თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენა
ფიქრის ტრაექტორია – თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენა

ფიქრის ტრაექტორია – თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენა

წაკითხვა
2 წუთში წასაკითხი
მონაწილე ხელოვანები: თორნიკე გოგნაძე, ქეთი კაპანაძე, თეა ნილი, ნინო საკანდელიძე, დავით ჩიხლაძე.
გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი: მარიამ შერგელაშვილი.
გამოფენა იმართება პროექტ ART HOUSE 2022-ის ფარგლებში.
ფიქრის ტრაექტორია (Trajectory of Thoughts / Unarchived Semiotics) თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენა
ფიქრის ტრაექტორია (Trajectory of Thoughts / Unarchived Semiotics) თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენა

ფიქრის ტრაექტორია (Trajectory of Thoughts / Unarchived Semiotics) თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა დროით შრეზე დაწყებულ საავტორო ძიებებს წარადგენს.

ალტერნატიული შემოქმედებითი ფორმებით გააზრებული რეალობა და ხელოვანის რეფლექსირება ამავე რეალობის კრიზისზე შემოქმედებითი დინამიკის – ცოცხალი პროცესის განმაპირობებელი ხდება.

რა არის ხელოვნების სემიოტიკა (ნიშანთა სისტემის შემსწავლელი დისციპლინა)? ჩვენს რეალობაში არსებული სოციალური და ეგზისტენციალური თემატიკის ირგვლივ გამოფენის ვიზუალური ენა და დრამატურგია განიხილავს სივრცით-დროით კავშირებს. შემოქმედებითი ფიქრის განსხვავებული ვიზუალური ფორმირებით განვრცობილი გარემო და გარემოებები – დროში მოხელთებულ ანარეკლებში, ანაბეჭდებში, დატოვებულ ან უეცრად გაელვებულ გამოსახულებებში ვლინდება. სივრცული დიალოგის მეშვეობით გამოფენის კონცეფცია ხელოვნების ვიზუალურ ენას ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ასპექტებით განავრცობს.

ნიშნისა და აღსანიშნის, ინდივიდისა და გარემოს, დამკვირვებელისა და ავტორის ურთიერთმიმართებები საგამოფენო ფორმატით გორის ხელოვნების სახლის სივრცეში წარმოადგენს სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების მქონე ხელოვანების – თორნიკე გოგნაძის, ქეთი კაპანაძის, თეა ნილის, ნინო საკანდელიძის და დავით ჩიხლაძის ნამუშევრებს.

გამოფენაზე მოწვეული ხელოვანების განსხვავებული შემოქმედებითი მიდგომები – ფოტო, სივრცული ობიექტი, ინსტალაცია, ციფრული და გრაფიკული ნახატი ექსპოზიციის მინიმალისტურ-კონცეპტუალური გააზრებით სივრცეში შემოქმედებითი ფიქრის დაუსაზღვრელ ტრაექტორიას აფორმირებს.

რა შეიძლება იყოს შემოქმედებითი აზრის სემიოტიკა – განუქარვებელი გრძნობიდან ამოზრდილი ფიქრის გამოძახილი? ან სულაც მოუხელთებელი რეალობის ზღვართან მიახლოებისა და განშორების შეუქცევადი პროცესი…

პროექტი დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.